
Ინსტრუმენტები
პროექტის სახელწოდება
|
საახალწლო ზღაპარი
|
პროექტის მთავარი იდეა
|
ერთობრივი ღონისძიება 33-ე საჯარო სკოლისა და sos ბავშვთა სოფელ”ქუთაისის” მოსწავლეთა მონაწილეობით
|
პროექტის აქტუალურობა
|
ინტეგრაცია ორ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში გაერთიანებულ მოსწავლეთა შორის.
|
პროექტის მიზნები
|
სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. წინა საახალწლო განწყობის შექმნა.
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფრანც შუბერტის შემოქმედებითი გზა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
19 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალურობა
|
გაეცნობიან მე-19 საუკუნის ახალი მიმდინარეობის “რომანტიზმის”დამფუძნებელი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის შემოქმედებით გზას, შეადარებენ და განასხვავებენ სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაეცნონ რომანტიკოსი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეძლონ მასთან დაკავშირებული ინფორმაციული და ვიზუალური მასალის მოძიება, შეძენილი ცოდნის შთაბეჭდილებების გაზიარება და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამოვლენა. |