გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფრანც შუბერტის შემოქმედებითი გზა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
19 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალურობა
|
გაეცნობიან მე-19 საუკუნის ახალი მიმდინარეობის “რომანტიზმის”დამფუძნებელი კომპოზიტორის ფრანც შუბერტის შემოქმედებით გზას, შეადარებენ და განასხვავებენ სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
| |
წინასწარი ცოდნა
|
ფრანც შუბერტის ბიოგრაფია
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მე-5 კლასის სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული. მოპოვებული მასალა. კომპიუტერი, პროექტორი.
აუდიო და ვიდეო მასალა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2წთ.
I ფაზა- გამოწვევა (15წთ)
აქტივობა 1. კითხვა-პასუხი.
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად. ჯგუფების დაყოფა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. მასწავლებელი სტიკერებზე წერს ერთიანს, ორიანს, სამიანს, ყრის ყუთში, თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთნაირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად.ამის შემდეგ მასწავლებელი თითოეულ გუნდს უსვამს წინასწარ გამზადებულ კითხვებს.თითოეული ჯგუფიდან არჩეულ 1 წევრს ევალება განახორციელოს მონიტორინგი ჯგუფის მიერ შესრულებული დავალების ირგვლივ.
კითხვა პასუხი:
1.რა ჟანრის მუსიკას იცნობთ?
2.მოგისმენიათ თუ არა სიმფონიური ჟანრის ნაწარმოები და რა შეგიძლიათ თქვათ სიმფონიის შესახებ?
ჩამოთვალეთ თქვენთვის ნაცნობი რომანტიკოსი კომპოზიტორები.
3. ვინ იყო და სად დაიბადა ფრანც შუბერტი?
4 სად მიიღო ფრანც შუბერტმა მუსიკალური განათლება?
II ფაზა. შინაარსის სიღრმისეული წვდომა (22წთ)
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მართავს დისკუსიას და აკეთებს დავალების ანალიზს.
აქტივობა 2. სასწავლო მასალის გაცნობა
მოსწავლეები კითხულობენ ახალ საგაკვეთილო თემას, ავსებენ T სქემას და გზადაგზა პროექტორის დახმარებით ახდენენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, ამომწურავად იღებენ ინფორმაციას კომპოზიტორის შემოქმედების შესახებ:
მუსიკაში რა მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, რა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს წერდა, რომელი ჟანრი იყო მისთვის გამორჩეული, რა მხატვრული ღირებულებებით გამოირჩეოდა მისი სიმღერები, რომელი პოეტის ლექსებს იყენებდა, ვინ იყვნენ მისი შემოქმედების პირველი შემფასებლები, რამდენი სიმღერა აქვს დაწერილი, რამდენი სიმფონია, რა თვისებები ახასიათებდა შუბერტს, რა იყო მისი ოცნება და რამ შეუშალა ხელი მისი ოცნებების ასრულებას, როგორ შეაფასა ცნობილმა კომპოზიტორმა ბეთხოვენმა შუბერტი მისი სიმღერების მოსმენის შემდეგ.
III ფაზა- გამთლიანება, რეფლექსია.
ცოდნის შეჯამების მიზნით მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ რვეულში, აკავშირებენ ახალსა და უკვე ცნობილ ინფორმაციას, რა ინფორმაცია მიიღეს ამ ეპოქის კომპოზიტორის შემოქმედების გაცნობით და ქმნიან ცნების რუკას მის მუსიკალურ შემოქმედებაზე. მასწავლებელი აკეთებს დასკვნებს, რა ვისწავლეთ, რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.
|
четверг, 12 мая 2016 г.
ფრანც შუბერტი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий